ეკონომიკა: გერმანელებმა მარკის აღდგენის სურვილი აღიარეს | World News | ||
სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ნახევარზე ოდნავ მეტ გერმანელს ევროს გაუქმება და ეროვნული ვალუტის დაბრუნება სურს. ევროს შენარჩუნება გამოკითხულთა 48 პროცენტს სურს. ამის შესახებ წერს Die Welt პარასკევს, 30 სექტემბერს, სოციოლოგიურ ინსტიტუტ TNS Emnid-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ერთი წლის წინ თანაფარდობა თანაბრად საწინააღმდეგო იყო: 50 პროცენტი ევროს შენარჩუნებას უჭერდა მხარს, ხოლო 47 პროცენტს მარკის დაბრუნება სურდა. როგორც გაზეთი წერს, გერმანიის მაცხოვრებელთა აზრზე გავლენა, პირველ რიგში, ევროპის სავალო კრიზისმა მოახდინა. გერმანული მარკის მიმართ უდიდესი სიყვარული გამოავლინეს ლიბერალური თავისუფალი დემოკრატიული პარტიის მომხრეებმა (70 პროცენტი), მათ მოსდევენ სოციალ-დემოკრატების მიმდევრები (53 პროცენტი) და „მემარცხენეები“ (52 პროცენტი). ევროს მხარდასაჭერად გამოვიდნენ მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის მომხრეები (55 პროცენტი) და „მწვანეები“ (61 პროცენტი). აზრები გაიყო ევროკავშირში გერმანიის წევრობის მიზანშეწონილობის თაობაზეც. გამოკითხულთა 46 პროცენტმა თქვა, რომ პირადად მათთვის ეს წევრობა ხელსაყრელია, 40 პროცენტმა უფრო მეტად შეიგრძნო ევროინტეგრაციის ნაკლოვანებები, ვიდრე უპირატესობები. ევროკავშირის მიმართ უდიდესი სკეპტიციზმი გამოავლინეს ლიბერალების მიმდევრებმა (63 პროცენტი „წინააღმდეგ“, 27 პროცენტი - დადებითი პასუხი) და სოციალ-დემოკრატებმა (46 და 40 პროცენტი, შესაბამისად). ევროინტეგრაციას მხარს უჭერენ ქრისტიან-დემოკრატების (57 პროცენტი), „მემარცხენეების“ (58 პროცენტი) და „მწვანეთა“ (63 პროცენტი) მიმდევრები. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3527.html
| |||
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.