პოლიტიკა: საყვარელიძე: ნიკოლა სარკოზის ვიზიტს ისეთივე კონტექსტი აქვს, როგორიც თავის დროზე ბუშის ვიზიტს ჰქონდა | Georgian News | ||
პოლიტილოგის რამაზ საყვარელიძის აზრით, საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტს ისეთივე კონტექსტი აქვს, როგორიც თავის დროზე ამერიკელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტს ჰქონდა. როგორც საყვარელიძემ „IPN»-ს განუცხადა, საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ვიზიტი მისი პოლიტიკური ტურნეს შემადგენელი ნაწილია. „ვვარაუდობ, რომ სარკოზის ვიზიტს ისეთივე კონტექსტი აქვს, როგორიც თავის დროზე ბუშის ვიზიტს ჰქონდა. თავისუფლების მოედანზე ამერიკელი პრეზიდენტის მიმართვა მთელი მსოფლიოსკენ იყო მიმართული. ამასთან ერთად, ჯორჯ ბუშს თავისი პროგრამისა და სტრატეგიის პრეზენტაცია სჭირდებოდა. სარკოზის ასევე სჭირდება დაფიქსირება იმისა, რომ იგი არა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტია, არამედ ადამაინი, რომელიც მსოფლიო პრობლემებს ჭრის. ამაზე პრეტენზიით სარკოზი თავის დროზე საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის დარეგულირებაში ჩაერთო და გააკეთა ეს არა იმდენად როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, არამედ როგორც ევროპის ლიდერმა“, - განაცხადა საყვარელიძემ. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში 7 ოქტომბერს ჩამოვა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3521.html
| |||
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.