ეკონომიკა: 2014 წლიდან საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს | Business & Economics | ||
ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამისად, 2014 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს. მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ამოცანა ის არის, რომ ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების წილი მშპ-სთან მიმართებაში „მცირე მთავრობის“ ფარგლებში იყოს, რათა საგადასახადო ტვირთი და მთავრობის აქტიურობა არ ზღუდავდეს სივრცეს სამეწარმეო აქტიურობისთვის, კერძო ინიციატივებისა და ინვესტიციებისთვის. დოკუმენტის შესაბამისად, 2014 წლიდან საბიუჯეტო ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების სრული მოცულობის ზრდის წილი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 30 პროცენტს. გეგმაში აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობისათვის, სახელმწიფოს მიერ შესაბამის დონეზე ვალდებულებების შესრულებისა და ინვესტორთა ნდობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტი რაც შეიძლება უფრო დაბალ დონეზე იქნას შენარჩუნებული. მთავრობის მიზანია მაქსიმალურად დაბალანსებული ბიუჯეტის უზრუნველყოფა, რაც, ერთი მხრივ, საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს, ხოლო მეორე მხრივ, გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ფისკალური და მაკროეკონომიკური სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი წინაპირობაა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3783.html
| |||
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.