ეკონომიკა: SAAB ჩინური კონცერნი გახდა | World News | ||
შვედური ავტომანქანების სამშენებლო კონცერნი SAAB, რომელიც გაბანკროტების პირას აღმოჩნდა, მთლიანად მიჰყიდეს ჩინელ ინვესტორებს. ჩინურმა კომპანიებმა Pang Da-მა დაYoungman-მა აქციების 100%-სთვის 100 მლნ ევრო გადაიხადეს. რამდენიმე დღის წინ Saab-ის მფლობელმა კომპანია Swedish Automobile-მა ჩინელი ინვესტორების წინადადება არ მიიღო. თუმცა ახლა, ფაქტობრივად, ბოლო მომენტში, გარდაუვალი გაბანკროტების თავიდან არიდება მოხერხდა. Saab-ის გარე მმართველმა გი ლოფალკმა განაცხადა, რომ მან უკან მოიხმო სასამართლო ინსტანციებში გადაცემული განაცხადი კონცერნის სანაციის შეწყვეტის შესახებ. რესტრუქტურიზაციის შეწყვეტის შემთხვევაში Saab-ის საწარმოთა გაბანკროტება, სადაც 3500-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული, გარდაუვალი იქნებოდა. სათავო საწარმოს კონვეიერზე ავტომანქანების აწყობა ჯერ კიდევ აპრილში შეწყდა, რაც დაგროვებულ მსხვილ ვალებს უკავშირდებოდა. ამჟამად კონცერნს არა აქვს სახსრები იმისათვის, რომ თანამშრომლებს ოქტომბრის ხელფასი გადაურიცხოს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3780.html
| |||
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:41 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.