Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| აშშ-მ იტალიის პრემიერ-მინისტრი ადამიანებით მოვაჭრეთა სიაში შეიტანა | | World News |
იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის სახელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში მოხვდა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ადამიანებით ვაჭრობის პრობლემას ეძღვნება. მოხსენება მსოფლიოს 180 ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება. ამ დოკუმენტში შესულია ჩამონათვალი იმ პირების კონკრეტული სახელებით, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ადამიანებით ვაჭრობასთან; მათ შორისაა ბერლუსკონის სახელიც, რომელსაც სასამართლომ 2011 წლის თებერვალში წაუყენა ბრალდება მაროკოელი გოგონას, კერიმა ელ-მაჰრუგის (მეტსახელად - რუბი) კომერციულ სექსუალურ ექსპლულატაციაში.
|
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| საფრანგეთი ღვინის წარმოების მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა | | World News |
საფრანგეთი მიმდინარე წელს მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი გახდა და ამ მაჩვენებლის მიხედვით თავის მთავარ მეტოქეს - იტალიას გაუსწრო. როგორც კვირას, 30 ოქტომბერს, საფრანგეთის მეღვინეობის კოოპერატივთა კონფედერაციის მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რესპუბლიკის ტერიტორიაზე 50.2 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იქნა წარმოებული, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.
|
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| გილაური: ამჟამად საქართველოში ინვესტირების საუკეთესო დროა | | Business & Economics |
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს მიაჩნია, რომ ამჟამად საქართველოში ინვესტირებისათვის საუკეთესო დროა. ამის შესახებ გილაურმა პარასკევს, 28 ოქტომბერს, ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა უკრაინულ დელეგაციას ვიცე-პრემიიერ სერგეი ტიგიპკოსთან სათავეში გააცნო ქვეყანაში გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ „მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა წლის დასაწყისში პროგნოზირებადი 5.5%-ის ნაცვლად 6%-მდე გაიზრდება“.
|
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:37 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| მსო: ბურთი რუსეთის მხარესაა | | Georgian News |
რუსეთის მსო-ში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად ბურთი რუსეთის მხარესაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთის მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანების ვარიანტის თაობაზე, რომელიც შვეიცარიულმა მხარემ შემოთავაზა.
|
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:59 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|