ეკონომიკა: გილაური: ამჟამად საქართველოში ინვესტირების საუკეთესო დროა | Business & Economics | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს მიაჩნია, რომ ამჟამად საქართველოში ინვესტირებისათვის საუკეთესო დროა. ამის შესახებ გილაურმა პარასკევს, 28 ოქტომბერს, ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა უკრაინულ დელეგაციას ვიცე-პრემიიერ სერგეი ტიგიპკოსთან სათავეში გააცნო ქვეყანაში გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ „მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა წლის დასაწყისში პროგნოზირებადი 5.5%-ის ნაცვლად 6%-მდე გაიზრდება“. „6%-იანი ეკონომიკური ზრდა ყველაზე პესიმისტური პროგნოზია და ვფიქრობთ, რომ 2011 წლის ბოლოსთვის საქართველოში ეკონომიკის 6.5-6.7%-იანი ზრდა დაფიქსირდება, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება“, - შენიშნა პრემიერმა. ამასთან ერთად, პრემიერი ასევე საუბრობდა საგადასახადო რეფორმებზე, ბიზნეს-კლიმატსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. „ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა წარმატება კორუფციასთან ბრძოლაში. ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ პრობლემის მოხსნა გახდებოდა შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრა შევძელით და დღეისათვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანაა. პირდაპირ ვიტყვით, რომ ამ რეფორმების ხარჯზე საქართველო რეგიონულ ცენტრად ყალიბდება“, - განაცხადა გილაურმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3777.html
| |||
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:37 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.