Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| საინვესტიციო სააგენტო: საპროტესტო გამოსვლებმა უკვე გამოიწვია ინვესტორთა მღელვარება | | Business & Economics |
იმოქმედებს თუ არა 26 მაისის ღამის მოვლენები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე? ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მასმედიის კადრებმა სამყაროს შემოუფრინა. რადიო „კომერსანტისთვის“ ცნობილია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო შეისწავლის თბილისში ჩატარებული საპროტესტო აქციების ზეგავლენას ტურიზმის სექტორზე. სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების სერიოზული გავლენა და უცხოურ მასმედიაში მათი გაშუქება ნაკლებად არის მოსალოდნელი. თუმცა, ბექა ჯაყელის თქმით, მოცემულ ეტაპზე ტურისტულ სააგენტოებთან და სასტუმროებთან წარმოებს სამუშაო, რათა დადგინდეს, ხომ არ გაუქმდა მაისსა და ივნისისთვის დაგეგმილი ვიზიტები. ჯაყელის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებისაგან მიმართვები ჯერ არ ყოფილა, ვინაიდან ყველა ქვეყნის მოქალაქეებს ესმით, რომ საპროტესტო აქციები ბუნებრივი მოვლენაა და, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ტურისტებისათვის უსაფრთხო ქვეყანაა.
|
Posted by Drakula | 27 May 2011, 17:48 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| სააკაშვილი: ბურჯანაძემ ნავთობის გამო თავი დაკარგა | | Georgian News |
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძისა და მისი თანამოსაგრეების გეგმებს უკან დგას „დიდი ჯარი, უსაფრთხოების დიდი სამსახური, მოსყიდვისა და ნავთობის დიდი რესურსები, რომელთა გამოც ისინი თავს კარგავენ, და (რუსეთის) დიდი იმპერიული ამბიცია“, - განაცხადა ბათუმში იუსტიციის სახლის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის სკანდალური სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
|
Posted by Drakula | 27 May 2011, 10:48 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|