კულტურა: ეგვიპტეში 17 უძველესი პირამიდა აღმოაჩინეს | World News | ||
მეცნიერებმა ეგვიპტეში მანამდე უცნობი 17 პირამიდა, ასევე ათასზე მეტი სამარხი და სამ ათასზე მეტი ძველი დასახლება აღმოაჩინეს. ამის შესახებ პორტალი BBC News წერს. სპეციალისტები ინფრაწითელ დიაპაზონში სათანამგზავრო გადაღების გამოყენებით უდაბნოს შეისწავლიდნენ. თანამგზავრებზე დაყენებულ კამერებს უნარი აქვთ, ზედაპირის ქვეშ ჩამალული ერთ მეტრზე ნაკლები დიამეტრის მქონე ობიექტები განასხვავონ. მეცნიერთა მიერ ნაპოვნი ობიექტების უმეტესობა შლამის შრის ქვეშ არც თუ ისე ღრმად იმყოფება, თუმცა უშუალოდ უდაბნოს ყურებისას ისინი არ ჩანს. მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი პირამიდებიდან ორის არსებობა გათხრების მსვლელობაში დადასტურდა. ცოტახნის წინ მკვლევართა სხვა კოლექტივმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა, რომელიც ეგვიპტის ისტორიას ეხება. მეცნიერებმა, რადიონახშირბადის დათარიღების მეთოდის გამოყენებით, დაადასტურეს ძველ ეგვიპტეში მომხდარი მოვლენების ისტორიული თარიღების ადეკვატურობა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2442.html
| |||
Posted by Drakula | 27 May 2011, 10:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.