aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საინვესტიციო სააგენტო: საპროტესტო გამოსვლებმა უკვე გამოიწვია ინვესტორთა მღელვარება Business & Economics  Business & Economics 
იმოქმედებს თუ არა 26 მაისის ღამის მოვლენები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე? ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მასმედიის კადრებმა სამყაროს შემოუფრინა. რადიო „კომერსანტისთვის“ ცნობილია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო შეისწავლის თბილისში ჩატარებული საპროტესტო აქციების ზეგავლენას ტურიზმის სექტორზე. სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების სერიოზული გავლენა და უცხოურ მასმედიაში მათი გაშუქება ნაკლებად არის მოსალოდნელი. თუმცა, ბექა ჯაყელის თქმით, მოცემულ ეტაპზე ტურისტულ სააგენტოებთან და სასტუმროებთან წარმოებს სამუშაო, რათა დადგინდეს, ხომ არ გაუქმდა მაისსა და ივნისისთვის დაგეგმილი ვიზიტები. ჯაყელის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებისაგან მიმართვები ჯერ არ ყოფილა, ვინაიდან ყველა ქვეყნის მოქალაქეებს ესმით, რომ საპროტესტო აქციები ბუნებრივი მოვლენაა და, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ტურისტებისათვის უსაფრთხო ქვეყანაა.



ამასთან, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ქეთი ბოჭორიშვილმა, რომელიც ვიზიტით ინდოეთში იმყოფება, „რადიო კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებმა უკვე გამოიწვია ინვესტორთა მღელევარება. მისი თქმით, ინდოეთში მიმდინარე ღვინის ფესტივალზე, რომელსაც სააგენტო აწყობს, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვები გაჩნდა.


ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, ინვესტორთა შორის არსებობს შიში, თუმცა არც ისეთი მაღალი და სააგენტო სიტუაციის ნეიტრალიზაცის ცდილობს. ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ ასეთი ტიპის გამოსვლები, ზოგადად, ცუდად მოქმედებს საინვესტიციო გარემოზე, რამდენადაც ქვეყანაში არსებულ არასტაბილურობაზე მიუთითებს, შედეგად ინვესტორში სიფრთხილე ჩნდება. ამასთან ერთად, მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ აქციები ყველა ქვეყანაში ტარდება. საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ თუ მოვლენები გაგრძელდება, ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ტურისტების, ისევე ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2449.html
Posted by Drakula | 27 May 2011, 17:48 | News »
 

"ეკონომიკა: საინვესტიციო სააგენტო: საპროტესტო გამოსვლებმა უკვე გამოიწვია ინვესტორთა მღელვარება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian