საზოგადოება: საპროტესტო აქციის ჩატარების ადგილის მახლობლად ორი ცხედარი აღმოაჩინეს | Georgian News | ||
გუშინ, 27 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 26 მაისს საპროტესტო აქციის ჩატარების ადგილთან, ორი ადამიანის სხეული აღმოაჩინეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა: „27 მაისს, დილით, მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე ორი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის მიზეზი გახდა ელექტროსადენებთან შეხება. გამოძიება შეისწავლის ამ პირთა შესაძლო კავშირს რუსთაველის პროსპექტზე ჩატარებულ საპროტესტო აქციასთან“, - ნათქვამია განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ცხედარი ნიკა კვინტრიძეს ეკუთვნის, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. ამის შესახებ სააგენტო „პირველს“ შეატყობინა უფროსმა არასამთავრობო ორგანიზაციისა „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძემ. მისივე თქმით, კვინტრიძის სხეულთან კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც ამ მომენტში ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვლილის ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, იგი ასევე აქციის მონაწილე იყო. საჭიროა აღინიშნოს, რომ ნიკა კვინტრაძე აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გავრცელებულ სიებში არ ფიგურირებდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2450.html
| |||
Posted by Drakula | 28 May 2011, 08:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.