ეს საინტერესოა: Google კომერციული საიდუმლოებების მოპარვაში დაადანაშაულეს | ![]() | World News | |
![]() სარჩელი დაკავშირებულია იმასთან, რომ ოსამა ბედიე და სტეფანი ტილენიუსი, რომლებიც ადრე PayPal-ში მუშაობდნენ, მონაწილეობდნენ საგადახდო სისტემა Google Wallet - ის შემუშავებასა და გაშვებაში, რომელიც ოფიციალურად იქნა წარმოდგენილი 2011 წლის 26 მარტს. ტილენიუსი, რომელიც eBay-ში 2001 წლიდან მუშაობდა, Google-ში 2010 წლის თებერვალში გადავიდა, ხოლო დაახლოებით ერთ წელში სამუშაოდ ბედიე აიყვანა, ამგვარად, მოსარჩლის აზრით, eBay-სთან შეთანხება დაარღვია. Google-ის წარმომადგენელმა კომენტარებზე უარი თქვა და განაცხადა, რომ კორპორაციას eBay-ის მხრიდან სარჩელის აღძვრის შესახებ სასამართლო უწყება ჯერ არ მიუღია. სისტემა Google WalletGoogle-მა ბანკ Citigroup-თან, საგადამხდელო სისტემა MasterCard-თან, საკრედიტო ბარათებისა და ქსელური ოპერატორ Sprint-თან თანამშრომლობით გაიშვა. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაღაზიებში საყიდლები NFC-ის ჩიპის მქონე სმარტფონების საშუალებით შეიძინონ. ამას გარდა, აღნიშნულ სისტემაში მხარდაჭერილია ბანკ Citigroup-ის MasterCard ბარათები და Google-ის წინასწარგადახდილი ბარათები. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2451.html
| |||
Posted by Drakula | 28 May 2011, 08:40 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.