პოლიტიკა: სააკაშვილი: ბურჯანაძემ ნავთობის გამო თავი დაკარგა | Georgian News | ||
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძისა და მისი თანამოსაგრეების გეგმებს უკან დგას „დიდი ჯარი, უსაფრთხოების დიდი სამსახური, მოსყიდვისა და ნავთობის დიდი რესურსები, რომელთა გამოც ისინი თავს კარგავენ, და (რუსეთის) დიდი იმპერიული ამბიცია“, - განაცხადა ბათუმში იუსტიციის სახლის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის სკანდალური სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტელევიზიის მეშვეობით სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების მოწინააღმდეგედ მიიჩნევს საკუთარ თავს. მაგრამ საზოგადოებრიობას ყოფილი სპიკერისა და მისი ვაჟის სკანდალური სატელეფონო საუბარი უნდა მოესმინა. „ეს რომ მხოლოდ ადგილობრივი არარაობების გეგმები ყოფილიყო, მე მათ სერიოზულად არ აღვიქვამდი. მაგრამ როდესაც ვიცით, რომ ეს ადამიანები არასდროს გადაუხვევენ თავიანთ გეგმებს, ჩვენ მათ სერიოზულად აღვიქვამთ“, - თქვა სააკაშვილმა. მან თქვა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს „კონტრდაზვერვისა და პოლიციის ძალიან კარგი სამსახურები, ყველა დონის საკმაოდ გამოცდილი ხელისუფლება და, რაც მთავარია, ღირსეული საზოგადოება“. ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა განმარტა, „როდესაც ‘მეხუთე კოლონა’ ამგვარად მოქმედებს, საჭიროა საქართველოს პოლიტიკაში თამაშის ადანიამური წესების შექმნა“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2441.html
| |||
Posted by Drakula | 27 May 2011, 10:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.