ეკონომიკა: ავსტრალიის უმდიდრესი ბიზნესმენი პირველად გახდა ქალი | World News | ||
ავსტრალიის უმდიდრესი მეწარმეების სიაში პირველი ადგილი ჯინა რაინჰარტმა დაიკავა. ამის შესახებ იტყობინება ავსტრალიური ბიზნეს-გამოცემა BRW. ამგვარად, უმდიდრესი ავსტრალიელების რეიტინგის სათავეში პირველად აღმოჩნდა ქალი. ბოლო წლის განმავლობაში რაინჰარტმა შეძლო თავისი ქონების გაორმაგება 10.3 მილიარდ ავსტრალიურ დოლარამდე (10.8 მილიარდ აშშ დოლარამდე). მან მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო კომპანია 1992 წელს. მამამისი ლენგ ჰენკოკი ავსტრალიის ერთ-ერთი პირველი სამთო მომპოვებელი გახლდათ. რაინჰარტის ინიციატივით, მამამისის პატივსაცემად 1999 წელს მთაგრეხილს მისი სახელი დაერქვა. ავსტრალიის უმდიდრესი ადამიანების სიაში ასევე შევიდნენ შვეიცარიული კომპანია Glencore-ის თავმჯდომარე აივან გლაზენბერგი 8.8 მილიარდი ავსტრალიური დოლარით და ნედლეულის მაგნატი ენდრიუ ფორესტი 6.2 მილიარდი ავსტრალიური დოლარით. ავსტრალიის 200 უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონებამ ეროვნული მშპ-ის 23 პროცეტი შეადგინა, ანუ 167.25 მილიარდი ავსტრალიური დოლარი. რაინჰარტის გარდა, ტოპ-200-ში კიდევ 14 ქალბატონი შევიდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2445.html
| |||
Posted by Drakula | 27 May 2011, 11:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.