პოლიტიკა: ნინო ბურჯანაძემ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობა უარყო | Georgian News | ||
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე უარყოფს, რომ თავის ვაჟთან ანზორ ბიწაძესთან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობას განიხილავდა, იუწყება “GHN“. „შესაძლოა, სხვადასხვა დროს ამგვარი სიტყვები და ფრაზები ითქვა, მაგრამ ეს არ ყოფილა ნათქვამი ერთ კონტექსტში. სააკაშვილი მსგავსი მეთოდებით ვერაფერს მიაღწევს და ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ბურჯანაძისა და მისი ვაჟის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც საქართველოსთვის ეგვიპტური სცენარის შესაძლებელობა იყო განხილული. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2443.html
| |||
Posted by Drakula | 27 May 2011, 11:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.