 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ქართველ დამსვენებელთა მხოლოდ 10% მიმართავს ტურ-სააგენტოებს | | Business & Economics |
ქართველ დამსვენებელთა უმრავლესობა დასასვენებლად პრაქტიკულად დაუგეგმავად მიდის. ეს, განსაკუთრებით, ეხება ზღვის კურორტებს, სადაც ტურისტები განთავსების ადგილის ძიებას ავტობუსის ან რკინიგზის სადგურიდან იწყებენ. ამასთან, სპეციალისტთა თქმით, სააგენტოებთან მიმართვა დაუზოგავდა მომხმარებელს არა მხოლოდ დროს, არამედ ფინანსებსაც. ამიტომ კურორტზე მგზავრობამდე დამსვენებლებს ურჩევენ ტურისტულ სააგენტოებთან მიმართვას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი განთავსებას არა სასტუმროში, არამედ კერძო სახლში აპირებენ.
|
Posted by Drakula | 16 Jul 2011, 10:00 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ჩავესი ქიმიოთერაპიის კურსს კუბაში გაივლის | | Georgian News |
ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქიმიოთერაპიის კურსს კუბაში გაივლის. ამის შესახებ Associated Press აცხადებს.
ჩავესის თქმით, კუბაში ის კიბოს მკურნალობის "მეორე ეტაპს" დაიწყებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუალას პრეზიდენტი ბრაზილიაში განაგრძობდა მკურნალობას.
|
Posted by consul | 16 Jul 2011, 10:00 | comments | Score: 0 | Read More... |
|
| გარდაიცვალა ოტია იოსელიანი | | Georgian News |
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი.
ოტია იოსელიანი დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში.
ოტია იოსელიანის ნაწარმოებების დაბეჭდვა 1954 წლიდან დაიწყეს. მისი მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები“ 1957 წელს გამოვიდა.
|
Posted by Drakula | 15 Jul 2011, 09:45 | comments | საზოგადოება | Score: 1 | Read More... |
|
|