aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ქართველ დამსვენებელთა მხოლოდ 10% მიმართავს ტურ-სააგენტოებს Business & Economics  Business & Economics 
ქართველ დამსვენებელთა უმრავლესობა დასასვენებლად პრაქტიკულად დაუგეგმავად მიდის. ეს, განსაკუთრებით, ეხება ზღვის კურორტებს, სადაც ტურისტები განთავსების ადგილის ძიებას ავტობუსის ან რკინიგზის სადგურიდან იწყებენ. ამასთან, სპეციალისტთა თქმით, სააგენტოებთან მიმართვა დაუზოგავდა მომხმარებელს არა მხოლოდ დროს, არამედ ფინანსებსაც. ამიტომ კურორტზე მგზავრობამდე დამსვენებლებს ურჩევენ ტურისტულ სააგენტოებთან მიმართვას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი განთავსებას არა სასტუმროში, არამედ კერძო სახლში აპირებენ.



აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაჟა დიასამიძის განცხადებით, ქართველი დამსვენებლის ეს თვისება ორი მიმართულებით წარმოშობს პრობლემებს: ჯერ ერთი, სასტუმროებს არ შეუძლიათ დატვირთულობის წინასწარ დაგეგმვა და, შესაბამისად, ფასების დადგენა. ამას გარდა, ეს ხელს უშლის შიდა ტურიზმზე მომუშავე სააგენტოებს, რომლებმაც სასტუმროებთან ერთად მოქნილი პირობები უნდა ჩამოაყალიბონ. „ამ შემთხვევაში ფასები უფრო ხელმისაწვდომი გახდება და სასტუმროებიც, სააგენტოებიცა და დამსვენებლების მოგებულნი დარჩებიან“, - აცხადებს დიასამიძე.


ბაზარი შიდა ტურიზმზე მომუშავე სააგენტოების ნაკლებრიცხოვნობას არ უჩივის.


აჭარაში მდებარე ტურისტული სააგენტო „შავი ზღვის სამყარო“ მომხმარებელს სასტუმროებისა და კერძო ბინების ფართო არჩევანს, ამასთან კლიენტისათვის აბსოლუტურად უფასო მომსახურებას სთავაზობს. სააგენტოს დირექტორის რატი მეგრელიძის თქმით, მიუხედავად ასეთი მომსახურებისა, ქართველ მომხმარებელთა მხოლოდ 10% სარგებლობს სააგენტოს დახმარებით.


„ჩვენ უკეთესი არჩევანი გვაქვს, უკეთ ვიცნობთ ბაზარს, შეგვიძლია რჩევებიც მიცემა და კლიენტის ნებისმიერი მოთხოვნისა და სურვილის გათვალისწინება, მაგრამ ქართველი დამსვენებელი ამჯობინებს თავად მონახოს ბინა და ამ მიზეზით ხშირად ხათაბალაში ვარდება. ცნობილია, რომ სისწრაფეში დაღლილი ადამიანი ყველა ნიუანსს არ ითვალისწინებს და მხოლოდ მერე აღმოაჩენს ხოლმე, რომ მისი ბინის კომფორტი მის მოთხოვნებსა და ფასს არ შეესაბამება. ამიტომ ვურჩევ დამსვენებლებს ტურისტული სააგენტოების მომსახურებით ისარგებლონ. ეს მომსახურება მათი მხრიდან რაიმე ხარჯებთან დაკავშირებული არ არის, სამაგიეროდ ენერგიისა და დროის ზედმეტი ხარჯვის გარეშე ისინი სასურველ ბინასა ან სასტუმროში მოწყობას შეძლებენ“, - ამბობს რატი მეგრელიძე.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2843.html
Posted by Drakula | 16 Jul 2011, 10:00 | News »
 

"ეკონომიკა: ქართველ დამსვენებელთა მხოლოდ 10% მიმართავს ტურ-სააგენტოებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian