პოლიტიკა: როდესაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებს,დოკუმენტების დამალვა დაუშვებელია | Georgian News | ||
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადების თანახმად, როდესაც საქმე მედიის წარმომადგენლებს ეხება, დაუშვებელია რაიმე დოკუმენტაციის საიდუმლოდ შენახვა. როგორც ალასანიამ პრესს–კონფერენციაზე განაცხადა,რომელიც სოციალური ქსელის «Facebook–ის» საშუალებით გაიმართა, სახელმწიფოს საიდუმლო შეიძლება იყოს ის, რაც ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, და რაც არ შეიძლება მოხვდეს ფოტოგრაფის კომპეტენციაში. "როდესაც საუბარი მიმდინარეობს დამადასტურებელ საბუთებზე, ამ საბუთების საიდუმლოდ შენახვა დაუშვებელია, მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებაში ჩნდება ეჭვები, რომ ფოტოგრაფების დაკავება იმ მიზნით მოხდა, რომ მათზე ზეგავლენა მოეხდინათ."–აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. ონლიან პრესს–კონფერენციაზე მან ისაუბრა პრიორიტეტების არასწორ განსაზღვრაზე ხელისუფელბასთან დაკავშირებით და რესურსების არასწორ გამოყოფაზე. მისი თქმით, პრეზიდენტმა არ უნდა დახარჯოს ასობით მილიონი დეკორატიულ ხიდებზე, კონცერტებსა და ფანტანებზე, როდესაც მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება, ხოლო ბიუჯეტიდან სოციალურ პროგრამებებზე თანხები არ იყოფა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2845.html
| |||
Posted by consul | 16 Jul 2011, 13:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.