მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა დინოზავრების დაღუპვის თეორიის ახალი დადასტურება მიიღეს | World News | ||
პალეონტოლოგთა საერთაშორის ჯგუფმა ტაილერ ლაისონის ხელმძღვანელობით იელის უნივერსიტეტიდან ამერიკულ ქალაქ ნიუ-ჰევენში (კონექტიკუტის შტატი) მიიღო ახალი მტკიცებულება იმისა, რომ დინოზავრები შესაძლოა დაიღუპნენ დედამიწაზე დაახლოებით 65.5 მლნ წლის წინ ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად. აღნიშნული თეორიის სასარგებლოდ მოწმობს ნაპოვნი, რომელიც მონტანას შტატში მკვლევარებმა გააკეთეს, იტყობინება ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს რქის ფრაგმენტი, რომელიც, როგორც ჩანს, ეკუთვნოდა დინოზავრს ცერატოპსების ჯგუფიდან. რქის ფრაგმენტი განლაგდებოდა ცარცისა და პალეოგენური პერიოდების საზღვრიდან სულ რაღაც 13 სანტიმეტრში. მანამდე ხვლიკების ნეშტებს პოულობდნენ მხოლოდ ისეთ დანალექებში, რომლებიც ცარცის-პალეოგენურ საზღვარზე, სულ ცოტა, სამი მეტრით უფრო ღრმად განლაგდებოდა. უკანასკნელმა საშუალება მისცა ზოგიერთ მკვლევარს ეფიქრათ, რომ გიგანტური ხვლიკები, როგორც ჩანს, ჩვენი პლანეტის ასტეროიდთან შეჯახებამდე დიდი ხნით ადრე გადაშენდნენ, სხვა, ამასთან არადაკავშირებული მიზეზებით. როგორც ჩანს, კატაკლიზმი სწორედ ორი პერიოდის მიჯნაზე მოხდა - დაახლოებით 65 მლნ წლის წინ. რიგი თეორიების, კერძოდ ე. წ. „ალვარესის ჰიპოთეზის“ თანახმად, იმ დროს დედამიწაზე შეიძლება ჩამოვარდნილიყო მსხვილი ციური სხეული. აღნიშნული ვერსიის სასარგებლოდ მოწმობს ქანებში მაღალი შემცველობის რიგი ელემენტების, მაგალითად, ირიდიუმისა და პლატინოიდების (პლატინის ჯგუფის ლითონების) არსებობა, რომლებიც ამგვარი კონცენტრაციის პირობებში შეიძლება წარმოქმნილიყო მხოლოდ მაღალი მეტეორიტული აქტიურობის შედეგად. ამას გარდა, აღნიშნული თეორიის კიდევ ერთი მტკიცებაა ამ პერიოდში იუკატანის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე (თანამედროვე მექსიკა) ჩიქსულუბის კრატერის წარმოშობა. ციურ ობიექტთან შეჯახება შეიძლებოდა ყოფილიყო ე. წ. „ცარცის-პალეოგენური გადაშენების“ - ზღვის ცხოველებისა და ხმელეთის ხერხემლიანთა მასიური დაღუპბის მიზეზი. მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის ტაილერ ლაისონის თქმით, აღნიშნულ გეოლოგიურ შრესთან საკმაოდ ახლო მსგავსებაში მყოფ დანალექებში ნაპოვნი ცერატოპსის რქა ადასტურებს, რომ „ზოგიერთი სახეობის დინოზავრი არ იმყოფებოდა სრული გაუჩინარების სტადიაზე; პირიქით, ისინი საკმაოდ აქტიურ არსებობას ეწეოდნენ, 65.5 მლნ წლის წინ კატაკლიზმის დადგომამდე“. შესაბამისად, მათი დაღუპვის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო კატასტროფული მეტეორიტული აქტიურობა. ცოტახნისწინდელი გამოკვლევის შედეგებზე კომენტარის გაკეთებისას, საბუნებისმეტყველო ისტორიის ლონდონის მუზეუმის თანამშრომელმა პოლ ბარეტმა შეამჩნია: „აღმოჩენა მოწმობს, რომ პლანეტის ამ ნაწილში დინოზავრები იმ პერიოდშიც არსებობდნენ, როდესაც დედამიწაზე მეტეორიტი ჩამოვარდა“. თუმცა იგი ვერ ხსნის, რა ხდებოდა იმ დროს მსოფლიოს სხვა ნაწილებში, შესაძლოა, მანდ გიგანტური ხვლიკების გადაშენების პროცესი მიმდინარეობდა, ამასთან ინტენსიურობის სხვადასხვა ხარისხითა და მთელ რიგ სხვა ფაქტორებთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზებით“, - თქვა მეცნიერმა. „ერთი მერცხალი გასაფხულს ვერ მოიტანს“, ცერატოპსის ერთ რქას კი საეჭვოა, შეეძლოს დინოზავრების მასიური გადაშენების ამა თუ იმ თეორიის მომხრეთა არგუმენტების შერყევა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2839.html
| |||
Posted by Drakula | 14 Jul 2011, 20:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.