საზოგადოება: გარდაიცვალა ოტია იოსელიანი | Georgian News | ||
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი. ოტია იოსელიანი დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში. ოტია იოსელიანის ნაწარმოებების დაბეჭდვა 1954 წლიდან დაიწყეს. მისი მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები“ 1957 წელს გამოვიდა. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო ნაწარმოებების შექმნაზე. მისი ავტორობით გამოიცა რიგი საბავშვო კრებულები, რომელთა შორისაა: „ცხრა მთას იქით“, 1963; „დაჩის ზღაპრები“, 1973; „ცაგამთენია“, 1973 და სხვ. იოსელიანი ასევე გამოდიოდა როგორც დრამატურგი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი პიესები, როგორებიცაა: „ადამიანი იბადება ერთხელ“, „სანამ ურემი გადაბრუნებულა“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“. ოტია იოსელიანი გახლავთ ავტორი რიგი კინოსცენარებისა: „სწრაფი მატარებელი“, „გოგონა თეთრებში“ და სხვ. ოტია იოსელიანის ნაწარმოებები მრავალ უცხო ენაზეა ნათარგმნი. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2841.html
| |||
Posted by Drakula | 15 Jul 2011, 09:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 5 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.