კრიმინალი: ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენებები მისცა | Georgian News | ||
გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენებები მისცა. ამის შესახებ დაკავებულ ფოტორეპორტიორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს მისმა ადვოკატებმა და ორგანიზაციის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებთან“ ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ. ეკა ბესელიის თქმით, გამოძიებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ აბდალაძე აღიარებით ჩვენებების მისცემდა, ვინაიდან აღიარების პროცესს ერთდროულად სამი კამერა აფიქსირებდა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ჩვენებების მიცემამდე 10 წუთით ადრე იგი პირადად ესაუბრებოდა გიორგი აბდალაძეს და იგი ჯაშუშობის აღიარებას არ აპირებდა. თუმცა, როგორც კი დაკითხვის პროცესი დაიწყო, აბდალაძემ აღიარებითი ჩვენებები მისცა. ზურაბ ქურციკიძეს (ევროპული პრეს-ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძეს (პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახური), მისი მეუღლე ნათია გედენიძეს - ასევე ფოტოგრაფს და გიორგი აბდალაძეს (საქართველოს სსს-ისა და „ალია ჰოლგინდის“ ფოტორეპორტიორი) ბრალი ედებათ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებებში ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისათვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ფოტოჟურნალისტები საქართველოს შსს-ის კონტრდაზვერვამ 7 ივლისს დააკავა. თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ზურაბ ქურციკიძისთვის, ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძისთვის სასჯელის სახით აირჩია წინასწარი პატიმრობა. ნათია გედენიძე კი 10 000 ლარის ოდენობის გირაოს ქვეშ გაათავისუფლეს. წაყენებული ბრალდება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე ვადით. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლოა“. ამ საქმის მიხედვით პირველი სასამართლო სხდომა დანიშნულია 1 სექტემბერზე. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2844.html
| |||
Posted by Drakula | 16 Jul 2011, 13:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.