ჩავესი ქიმიოთერაპიის კურსს კუბაში გაივლის | Georgian News | ||
ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქიმიოთერაპიის კურსს კუბაში გაივლის. ამის შესახებ Associated Press აცხადებს. ჩავესის თქმით, კუბაში ის კიბოს მკურნალობის "მეორე ეტაპს" დაიწყებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუალას პრეზიდენტი ბრაზილიაში განაგრძობდა მკურნალობას. ჩავესმა პარლამენტს უკვე გაუგზავნა ფორმალური თხოვნა ქვეყნიდან სამკურნალოდ გამგზავრებისთვის ნებართვის მიცემის თაობაზე. პერუს პრეზიდენტმა ოლიანა უმალამ, ვისთანაც შეხვედრისას ჩავესმა თავის გეგმების შესახებ ისაუბრა, ლიდერს დაავადებასთან "სამკურნალო ბრძოლაში" წარმატებები უსურვა. ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ უგო ჩავესს ოპერაციის გაიკეთა მენჯის აბცესის მოკვეთის მიზნით, რის გამოც იგი კუბაში გაემგზავარა. თვის ბოლომდე პრეზიდენტი ტელე და რადიო ეფირში არ გამოჩენილა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბევრი ჭორი წარმოშვა. 1 ივლისს ჩავესმა ასევე განაცხადა, რომ კუბაში მან კიბოს გამონაზარდიც მოიკვეთა. 4 ივლისს ვენესუელაში დაბრუნებულმა ჩავესმა ოპოზიციის კრიტიკა მიიღო, რომლებიც მას მოუწოდებნენ არ შეექმნა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე და თანამდებობიდან გადამდგრიყო. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2842.html
| |||
Posted by consul | 16 Jul 2011, 10:00 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.