ეკონომიკა: Moody’s-ის ანალიტიკოსებმა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი გადასინჯვაზე გააგზავნეს | Business & Economics | ||
საერთაშორისო სააგენტო Moody’s-მა ამერიკის საკრედიტო რეიტინგი გააგზავნა გადასინჯვაზე დაწევის შესაძლებლობით. მანამდე ამერიკას უკვე ემუქრებოდნენ მაქსიმალური დონის - Aaa-ს ჩამორთმევით, თუ ივლისის შუა რიცხვამდე არ იქნებოდა მიღწეული პროგრესი სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის საკითხში. Moody's-ის პრეს-სამსახურმა კომპანიის ქმედებები ახსნა არსებული „დაბალი ალბათობით“ იმისა, რომ კონგრესი ვერ მოასწრებს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ, გადმოსცემს BFM.ru. ნასესხობების ზღვარის გაზრდა აუცილებელია იმისათვის, რომ არ იქნას დაშვებული ტექნიკური დეფოლტი მოკლევადიანი ვალდებულებების მიხედვით. დემოკრატები და რესპუბლიკელები უკვე ორი თვეა, ვერ თანხმდებიან სახელმწიფო ვალის ზღვარის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო ადმინისტრაცია თანახმაა ხარჯების შემცირებაზე, მაგრამ, ამასთან, ბარაკ ობამა სთავაზობს მსხვილ ბიზნესს ჩამოართვას საგადასახადო შეღავათები და გაუზარდოს გადასახადები შეძლებულ ამერიკელებს. ბოლო ორი პირობა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს არ აწყობთ, რომლებიც, მიუხედავად ამისა, 10 წლის განმავლობაში 2 ტრლნ დოლარით ხარჯების შემცირებას მოითხოვენ. ამერიკის სახელმწიფო ვალმა თავის ზღვარს (14.29 ტრლნ დოლარს ან მშპ-ის 100%-ს) 2011 წლის მაისში მიაღწია. ამას წინათ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უფროსმა ტიმოტი გაიტნერმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი ოპოზიციას სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ მიმდინარე კვირის ბოლომდე შეუთანხმდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, მაქსიმალური ვადა შემდეგი კვირის ბოლოა. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2840.html
| |||
Posted by Drakula | 14 Jul 2011, 20:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.