aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ვენესუელაში ძალაში შევიდა „კანონი სამართლიანი ფასების შესახებ“ World News  World News 
სამშაბათს, 22 ნოემბერს, ვენესუელაში ძალაში შევიდა „კანონი სამართლიანი ფასების შესახებ“, რომელიც სავაჭრო სფეროში სპეკულაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ არის მიმართული. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უგო ჩავესმა მოუწოდა ფასებზე ზედამხედველ კონტროლიორებს, გამოიჩინონ სიფხიზლე და არ აჰყვნენ მოსყიდვას მაღაზიების მფლობელთა მხრიდან. „ფრთხილად იყავით კორუფციასთან, არ მისცეთ საკუთარი თავის მოსყიდვის საშუალება“, - გააფრთხილა მან ისინი, მიმართავდა რა ტელეფონით თათბირის მონაწილეებს, რომელიც ახალი კანონის გამოყენების წესებს მიეძღვნა.



უპრეცედენტო იურიდიული ნორმა ითვალისწინებს სახელმწიფო ორგანოს შექმნას, რომელიც ამიერიდან პირველი საჭიროების საქონლის ფასებს გააკონტროლებს, ასევე სპეციალური ისპექციის ჩამოყალიბებას, რომლის ამოცანა იქნება ახალი კანონის შესრულების დაცვის მკაცრი ზედამხედველობა. იმ მოვაჭრეებს, რომლებიც შეგნებულად გაზრდიან სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ფასების ზედა ზღვარს, აღიარებენ „სპეკულანტებად“ და ჯარიმებს გადაახდევინებენ. განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში მათ დროებით ჩამოართმევენ სავაჭრო საქმიანობის ლიცენზიას, ხოლო კანონის განსაკუთრებით ურჩი დამრღვევების მაღაზიებს საერთოდაც დახურავენ. ადგილობრივი სამეწარმეო წრეები ახალი კანონის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან და სასამართლო წესით მის გასაჩივრებას აპირებენ.


ახალი კანონის გამოყენების გზაზე პირველი ნაბიჯის სახით ვენესუელურმა ხელისუფლებებმა სამშაბათს 18 სახეობის საქონელზე ფასები გაყინეს, რომელთა შორისაა მინერალური წყალი, წვენები, შამპუნები, ტუალეტის ქაღალდი, პამპერსები და დეოდორანტები. თანდათანობით „სამართლიანი“ ფასების მქონე საქონლის სია გაიზრდება, გადმოსცემს „იტარ-ტასი“.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3978.html
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:04 | News »
 

"ეკონომიკა: ვენესუელაში ძალაში შევიდა „კანონი სამართლიანი ფასების შესახებ“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 21 November 2024
  • English Georgian