ეკონომიკა: საბერძნეთმა ევროზონის წევრად დარჩენის უკანასკნელი შანსი მიიღო | ![]() | World News | |
![]() მიუხედავად საბერძნეთის მთავრობის უფროსის ლუკას პაპადიმოსის მოწოდებებისა, გაატარონ რეფორმები, ზოგიერთი დეპუტატი კრედიტორთა პირობებზე თანხმობის მიცემას არ გეგმავენ. ამას გარდა, საბერძნეთის ახალ მთავრობას საკმაო შრრომის გაწევა მოუწევს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ქვეყნის მოსახლეობა, დათანხმდეს რიგ ეკონომიის მკაცრ ზომებზე საერთაშორისო დახმარების გამოყოფისა და ევროზონაში წევრობის სანაცვლოდ. მანამდე გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ათენი საერთაშორისო დახმარების ფარგლებში მორიგ საკრედიტო ტრანშს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იმ პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერი, რომლებიც საბერძნეთის ახალ მთავრობას მხარს უჭერენ, წარადგენენ რეფორმების გატარების წერილობით ვალდებულებასა და გაუგზავნიან მას ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან საბერძნეთი ელოდება 8 მლრდ ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშის მიღებას 2010 წლის მაისში მიღებული დახმარების პირველი პროგრამის ფარგლებში, რომლის საერთო ოდენობა 110 მლრდ ევროს შეადგენს. ამ ფულის გარეშე ქვეყანაში დეფოლტი შეიძლება უკვე 2011 წლის დეკემბერში მოხდეს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3987.html
| |||
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 19:59 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.