მეცნიერება-ტექნოლოგიები: 1990-იანი წლების ყველაზე პოპულარულ სათამაშოს 15 წელი შეუსრულდა | World News | ||
90-იანი წლების შუა რიცხვების ყველაზე პოპულარულ ელექტრონულ სათამაშოს - „ტამაგოჩის“ 15 წელი შეუსრულდა. ლეგენდარული დევაისები დღემდე იყიდება, თუმცა, ოდნავ შემცვლილი სახით. აღსანიშნავი თარიღის გამო სათამაშოს ავტორმა, იაპონურმა ფირმა „ბანდაიმ“, გამოუშვა განსაკუთრებული სუვენირული ბრელოკების შეზღუდული პარტია, რომლებიც სათამაშოს თავდაპირველ სახეს აკოპირებს. 1996 წელს „ბანდაიმ“ სენსაცია მოახდინა - მრგვალი პლასტიკური ყუთის პატარა დისპლეიზე აქტივაციის შემდეგ იბადებოდა ცხოველი, რომელზეც ცალკეული ღილაკების საშუალებით მუდმივად უნდა გეზრუნათ - საჭირო იყო მისი კვება, მკურნალობა, გასეირნება, ცხოველქმედების პროდუქტების მოშორება, სწავლება და დროულად დაძინება. მზრუნველობის გარეშე საწყალი „ტამაგოჩი“ სუსტდებოდა და სიკვდილიც კი შეეძლო, რაც მისი მფლობელისთვის ხშირად ნამდვილი ტრაგედია ხდებოდა, განსაკუთრებით, თუ იგი ბავშვი იყო. ტამაგოჩი-ბუმის პერიოდში მსოფლიოში 40 მილიონი სათამაშო გამოუშვეს, მაგრამ თანდათანობით გლობალური გაგიჟება დასრულდა. ელექტრონული ცხოველების გამოშვება შეწყდა. 2004 წელს ფირმა „ბანდაიმ“ ბაზარზე გამოუშვა „ტამაგოჩი +“ - მას ინფრაწითელი პორტი ჰქონდა, რომელიც ბრელოკებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა. მაგალითად, „ტამაგოჩიმ“ შესაძლებლობა მიიღო, მოეწყო შეჯიბრებები სწრაფად ჭამაში. ისინი სხვადასხვა სქესისა იყვნენ და გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ შეეძლოთ სხვისი შეყვარება, ქორწინება და ბავშვების ყოლაც კი. მას მერე, რაც ინფრაწითელი სათამაშოების პოპულარობაც დაეცა, ფირმა „ბანდაი“ გადავიდა „ტამაგოჩი ID“-ბის გამოშვებაზე, რომლებთათვისაც, მობილური ტელეფონის საშუალებით, შესაძლებელი იყო ტანსამცლისა და სხვადასხვაგვარი აქსესუარის შეძენა. ამ სერიის ბოლო მოდიფიკაცია ბაზარზე 2011 წლის მარტში შემოვიდა და ნახევარი წლის განმავლობაში უკვე თითქმის 500 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3980.html
| |||
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.