პოლიტიკა: ბოკერია: დღესდღეობით საქართველო პოლიტიკურად უფროა დაცული | Georgian News | ||
როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგი ბოკერიამ განაცხადა, „დღესდღეობით საქართველო პოლიტიკურად უფროა დაცული“. როგორც ბოკერიამ გადაცემაში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ განაცხადა, „აქ იგულისხმება როგორც შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, ისე დამოკიდებულება საქართველოსადმი ქვეყნის საზღვრებს გარეთ“. „ბუნებრივია, სანამ რუსეთი ისეთი ქვეყანაა, როგორიც არის, საფრთხის იგნორირება არ შეიძლება. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მხარდაჭერა გვინდა, ვინაიდან გეოგრაფიის შეცვლა არ შეიძლება. მაგრამ ყველას მშვენივრად ესმის, რომ ეს მხოლოდ საქართველოს ძალისხმევის ხარჯზე არ მოხდება. ცვლილებები მოსკოვში უნდა მოხდეს და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ საბჭოური რესპუბლიკები დღეს დამოუკიდებელი ქვეყნებია. იმედი გვაქვს, რუსეთში განვითარებადი მოვლენები შედეგად ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს იმ კონდიციამდე მიიყვანს, როდესაც იგი დემოკრატიული თავისუფალი ქვეყანა გახდება, რომელიც მეზობელთა არჩევანს პატივს სცემს. ეს, ბუნებრივია, რუსი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი ამოცანა ასეთი რუსეთის დანახვაა“, - განაცხადა ბოკერიამ. მისივე თქმით, „ლაპარაკი იმაზე, თუ როგორი ცვლილებები შეიძლება მოხდეს რუსეთში, ნაადრევია, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, საგრძნობი და მნიშვნელოვანი პროცესია“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4230.html
| |||
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.