საზოგადოება: თბილისში წლის ყველაზე ნეგატიურ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა | Georgian News | ||
რომელია მიმდინარე წელს თბილისის ხელისუფლებების მიერ მიღებული ყველაზე პოზიტიური და ნეგატიური გადაწყვეტილება? ამ საკითხის გასარკვევად commersant.ge-მა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. ექსპერტთა უმრავლესობამ ყველაზე შედეგიან პროექტად დაასახელა „იაფი პროდუქტი თქვენს კვარტალში“. პროექტი 18 დეკემბრიდან ხორციელდება. მთელ დედაქალაქში ყოველ კვირას 9.00-დან 15.00 საათამდე ეწყობა ბაზრები და მომხმარებლებს პროდუქციას შედარებით ხელსაყრელ ფასად სთავაზობენ. ამას გარდა, პოზიტიურ პროექტებად დასახელდა აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია და გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენება. ამავდროულად, commersant.geშეეცადა მერიის მიერ განხორციელებული ნეგატიური პროექტებიც დაედგინა. გამოკითხულთა უმრავლესობა ასეთ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა. „ნეგატიური რეიტინგის“ მეორე ადგილზე „1000 ფარდულის პროექტი“, ხოლო მესამეზე - დაურეგულირებელი პარკირება აღმოჩნდა. გამოკითხვის შედეგებზე კომენტარის გაკეთება commersant.ge-მა დათო ოქიტაშვილს სთხოვა. მისი თქმით, თბილისის მოსახლეობისათვის წელს ყველაზე უარყოფითი ცვლილება კომუნალური გადასახადების გაერთიანება იყო. „ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც ამ ცვლილებამ პრობლემები შეუქმნა. ჩემს მეზობელს ფულიც კი შევუგროვეთ, რამდენადაც მას გაზრდილი გადასახადების გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა და იძულებული იყო, საერთოდ გაეთიშა ელექტროენერგია“, - განაცხადა ოქიტაშვილმა. შეგახსენებთ: 1 ივლისიდან ამოქმედებული კანონით დედაქალაქის მოსახლეობამ ქალაქის დასუფთავების გადასახადი დახარჯული ელექტროენერგიის შესაბამისად უნდა გადაიხადოს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4224.html
| |||
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.