საზოგადოება: ცნობილნი გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები | Georgian News | ||
ცნობილნი გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები. ტელეარხის 90%-ის კერძო პირს ლევან ყარამანაშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ტელეკომპანიის გვერდზეა ნათქვამი. დანარჩენი 10%-ის მფლობელი ტელეარხის ამჟამინდელი გენდირექტორი გიორგი გეგეშიძე გახლავთ, რომელმაც ეს თანამდებობა 2009 წლის 5 აპრილს დაიკავა. „რუსთავი 2“-ის ოფიციალურ გვერდზე ასევე განთავსებულია შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყარამანაშვილი 1971 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა. სხვა ინფორმაცია ამ პიროვნებისა და საქმიანობის შესახებ ცნობილი არ არის. ყარამანაშვილი ტელეკომპანიის მფლობელის სახით საჯარო რეესტრში 2011 წლის დეკემბრიდან ფიქსირდება. 2010 წლის მარტის მონაცემებით, ტელეკომპანიის მფლობელები იყვნენ კომპანიები „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (30%) და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „დეგსონ ლიმიტედი“ (70%). ინფორმაცია ტელეკომპანიის მფლობელების შესახებ 2011 წლის აპრილში მიღებული საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისად გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ოფშორებში დარეგისტრირებული პირებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობა აკრძალული იყო. გარდა ამისა, შესწორებებით ყველა ტელეკომპანიას 2012 წლის 1 იავნრამდე მფლობელების შესახებ მონაცემთა გამოქვეყნება დაევალა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4231.html
| |||
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.