კულტურა: ქუთაისში პირველი თაფლის ფესტივალი გაიმართა | Georgian News | ||
გუშინ, 28 დეკემბერს, ქუთაისში პირველი თაფლის ფესტივალი გაიმართა. მასში საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონის მეფუტკრეებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თაფლი, ფუტკრის რძე, ცვილი, სკები და ფუტკრების მოსაშენებლად საჭირო ინვენტარი. თაფლის გაყიდვა-გამოფენაში დაახლოებით 40 მეფუტკრემ მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში საახალწლო ნუგბარი - გოზინაყიც მომზადდება. ფესტივალის ორგანიზატორებია ქუთაისის მერია და საქართველოს პროფესიულ მეფუტკრეთა ასოციაცია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაკაწარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თედორაძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4238.html
| |||
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.