პოლიტიკა: მინაშვილი: პარტიების შეზღუდვები სიტყვის თავისუფლებას არ შეეწინააღდეგება | ![]() | Georgian News | |
![]() საკითხი კანონპროექტის იმ სტატიას ეხება, რომლითაც შეზღუდვები იმ პირებზეც ვრცელდება, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები და ამოცანები აქვთ გამოცხადებული, ასევე მათი ოჯახებისა და მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებზე. მინაშვილის განცხადებით, პროექტში დაზუსტებული იქნება, რომ შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ პირის მიერ დაფიქსირებულ პოლიტიკურ მიზნებში წინასაარჩევნო მიზნები იქნება გამოვლენილი. ასევე დაკონკრეტებული იქნება, რომ ოჯახების წევრებსა და თანამშრომლებზე შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ისინი ამ პირის წინასაარჩევნო მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პროექტში ასახული უნდა იყოს, რომ ინიციატივა სიტყვის თავისუფლებას არ ზღუდავს და შეზღუდვები ორგანიზაციების სამოქალაქო აქტიურობების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4229.html
| |||
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:44 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.