ეკონომიკა: კვაჭანტირაძე: საქართველოში ტურისტული გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა | Georgian News | ||
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, 2011 წელს ტურისტული გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა. ნატა კვაჭანტირაძის თქმით, 40 პროცენტით გაიზარდა მოთხოვნა შიდა ტურიზმზე, ხოლო წინა წელთან შედარებით ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ნაკადი უცხოეთიდან. მისი განმარტებით, წელს სახელმწიფო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით აქტიურობით გამოირჩეოდა, რაც კერძო სექტორზეც აისახა. კვაჭანტირაძის მტკიცებით, 2011 წელს ქართული ტურ-ოპერატორების მიერ შემოთავაზებული პროდუქტები ბევრად უფრო გაუმჯობესებული და მრავალფეროვანი გახდა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით წელს საქართველოს 2 მილიონ 700 ათასი ტურისტი ესტუმრა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4225.html
| |||
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.