სპორტი: დასახელდა 2011 წლის ყველაზე გულუხვი ცნობილი ადამიანების ხუთეული | მსოფლიოს ამბები | ||
ამერიკელი ეპატაჟური პოპ-დივა ლედი გაგა ზედიზედ მეორე წელი სათავეში უდგას იმ ცნობილ პიროვნებათა რეიტინგს, რომლებიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო საქმიანობაში. აღნიშნულ რეიტინგს არაკომერციული ორგანიზაცია „გააკეთე რაიმე“ ადგენს, გადმოსცემს „იტარ-ტასი“. კერძოდ, მომღერალმა ცოტახნის წინ განაცხადა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის შექმნის შესახებ. მისი სახელი იქნება „ასეთად დავიბადე“ და მხარდაჭერას გაუწევს მოზარდებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზებით გარშემომყოფების მხრიდან აგრესიას ეჯახებიან. სიაში მეორე ადგილი 17 წლის კანადელ მომღერალ ჯასტინ ბიბერს უკავია, რომელიც შარშან მეათე სტრიქონზე იმყოფებოდა. მომღერალი რამდენიმე საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობს, მაგალითად: თანამშრომლობს ორგანიზაცია „იმედის ფანქრებთან“, რომელიც მთელ მსოფლიოში ახალი სკოლების ასაშენებლად სახსრებს აგროვებს. მესამე ადგილზეა მსახიობი ჯორჯ კლუნი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სუდანში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში. შემდეგი სიაშია მსახიობთა წყვილი უილი და ჯადა სმიტები: ისინი საკუთარი ფონდის საშუალებით აშშ-ში საგანმანათებლო პროექტებს აფინანსებენ. გაიგო რა ცოტახნის წინ, რომ ქალაქ ფილადელფიის სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს, ფონდმა 24 საათის განმავლობაში სკოლისთვის 20-ზე მეტი Apple-ის ახალი კომპიუტერი იყიდა. პირველ ხუთეულს ასრულებს კინომსახიობი ლეონარდო დი კაპრიო, რომელიც ცნობილია იმით, რომ სხვადასხვა ეკოლოგიურ პროგრამებში მონაწილეობს და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის ელჩს წარმოადგენს. გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, რომლებმაც სომალის დახმარების ფონდს 300 ათასზე მეტი დოლარი შესწირეს, ასევე მეტ დეიმონი, შაკირა, ეშტონ კატჩერი, დემი მური და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4233.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.