ეკონომიკა: ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფო ევროზონის დაშლისთვის ემზადება | მსოფლიოს ამბები | ||
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირის ევროს ზონის დაშლის შემთხვევისთვის ქვეყნიდან კაპიტალის გატანასა და ქვეყანაში მის შემოტანაზე შეზღუდვების შემოღების გეგმებს ამზადებს. ამის შესახებ ლონდონის გაზეთი Daily Telegraph იტყობინება. „ფინანსთა სამინისტრო ამჟამად ევროზონის შესაძლო დაშლის პირობებში კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის შემოღების კრიზისულ გეგმაზე მუშაობს“, - აციტირებს გამოცემას „იტარ-ტასი. მისი მონაცემებით, დიდი ბრიტანეთიდან კაპიტალის გატანასა და ქვეყნიდან მის შემოტანაზე შეზღუდვები „უკიდურეს შეთხვევაში იქნება შემოღებული და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ანალოგიური ნაბიჯების შესაბამისი იქნება“. ბრიტანული ფინანსთა სამინისტროს სპეციალისტები გამომდინარეობენ სცენარიდან, როდესაც ევროზონის დაშლა ან ევროზონიდან ერთი ქვეყნის გამოსვლა დიდ ბრიტანეთში ფინანსთა შემოდინებას გამოიწვევს, რასაც უნარი აქვს, გამოწვიოს ეროვნული ეკონომიკითვის ინგლისური ფუნტი სტერლინგის გაცვლითი კურსის საშიში ზრდა. ევროკავშირში ამჟამად არსებული წესები საშუალებას აძლევს ცალკეულ ქვეყნებს, შემოიღონ ფინანსური კაპიტალის შემოდინების კონტროლი, მაგრამ მხოლოდ ექვსი თვის ზღვრული პერიოდისთვის და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების თანხმობით. ერთდროულად Daily Telegraphიტყობინება, რომ ბრიტანულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროზონის დაშლის შემთხვევისთვის საკუთარი გეგმა შეიმუშავა, რომელიც, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს გარე საზღვრების დახურვას ითვალისწინებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4236.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.