| დიდი ბრიტანეთი შეიძლება დაიშალოს | | მსოფლიოს ამბები |
დიდი ბრიტანეთისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოს სახით არსებობის შეწყვეტის რისკი არსებობს. ამის შესახებ განაცხადა მინისტრთა ბრიტანული კაბინეტის გენერალურმა მდივანმა გუს ო’დონელმა ხუთშაბათს, 22 დეკემბერს, გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც მან The Daily Telegraph-ს მისცა.
|
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 20:00 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| რუსეთს ლუდისა და ღვინის დეფიციტი უწინასწარმეტყველეს | | მსოფლიოს ამბები |
რუსეთის მთავრობამ არ დაამტკიცა მოთხოვნები აქციზური მარკებისდმი 9 გრადუსზე ნაკლები სიმაგრის მქონე ალკოჰოლისთვის, მაშინ, როცა 2012 წლის 1 იანვრიდან სუსტალკოჰოლური სასმელების წარმოება და იმპორტი მარკების გარეშე აიკრძალება. როგორც „კომერსანტი“ დარგში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სუსტი ალკოჰოლის მწარმოებელი ქარხნების შეჩერება და საზღვარგარეთიდან ლუდისა და ღვინის შეწყვეტა, რაც დეფიციტს გამოიწვევს.
|
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| კაიროში არეულობების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა | | მსოფლიოს ამბები |
ბოლო მონაცემებით, ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრში მთავრობის შენობასთან დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 255 - დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ამავდროულად, ადგილობრივი კლინიკების ექიმთა მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვმა 500 ადამიანს გადააჭარბა. ამასთან, მრავალს ნატყვიარი ჭრილობები აქვს.
|
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2011, 18:36 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა | | მსოფლიოს ამბები |
კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც „ადამიანი, რომლის მოკვლას ყველაზე მეტჯერ აპირებდნენ“, იტყობინება ადგილობრივი მასმედია. როგორც ინტერნეტ-პორტალ „კუბადებატემ“ აღნიშნა, 2006 წლისთვის ლეგენდარული კომანდანტეს მკვლელობის 638 მცდელობა იყო დაფიქსირებული, ამასთან, მათი ძირითადი მასის ორგანიზატორი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გახლდათ.
|
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2011, 18:35 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|