პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი: იძულებული ვიქნები, პუტინთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდეთ | საქართველოს ამბები | ||
„დიდი ალბათობით, რუსეთის ხალხი პუტინს აირჩევს და მე იძულებული ვიქნები, მასთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდე“, - თქვა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა „რეიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, იუწყება “GHN“. „სხვა არჩევანი არა მაქვს. მე იძულებული ვიქნები, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდე იმასთან, ვისაც რუსული ხალხი აირჩევს. დიდი ალბათობით, ეს პუტინი იქნება. რუსებს ეს ადამიანი მოსწონთ და ეს მათი საქმეა. თუმცა, ცივილიზებული სამყაროსითვის მისაღები იქნებოდა დემოკრატიული რუსეთი“, - თქვა ივანიშვილმა. მისი თქმით, იგი დაწყებული პროცესის შეჩერებას არ აპირებს. „მე მივყვები იმ გეგმებს, რომლებიც მაქვს და მათ ჩემს გუნდთან ერთად განვახორციელებ“, - აღნიშნა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3674.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.