პოლიტიკა: გაბაშვილი: „ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის შესახებ წარმოდგენა არა აქვს" | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ჩვენ ვიცოდით ამ ადამიანის საქმიანობის შესახებ ქველმოქმედების სფეროში და დადებითად ვაფასებდით მას, რასაც ვერ ვიტყვი მის პოზიციებზე პოლიტიკაში. ადამიანი, როდესაც ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთს მსო-ში შესვლის თანხმობა უნდა მისცეს, ან როდესაც პუტინისაგან დემოკრატიული რეფორმების გატარებას ელის, ასევე იმას, რომ იგი კორუფციას შეებრძოლება და დასავლეთს დაუახლოვდება, მაშინ მას არანაირი წარმოადგენა არა აქვს იმაზე, რაზეც საუბრობს და ჯერჯერობით, შესაძლოა, საერთოდ პოლიტიკის შესახებაც არა აქვს წარმოდგენა. ან მეორე - იგი მართლაც ფიქრობს, რომ საქართველო შეიძლება გაიცვალოს „რუსულ კრედიტზე“. ივანიშვილი, ისევე როგორც პუტინი, არა ერთხელ მიიღებს სიგნალებს იმაზე, რომ ეს ასე არ არის. მე მისი მიამიტობისა არ მჯერა, ასევე იმისა, რომ ივანიშვილისთვის უცნობია, რომ პუტინი ვერ იქნება დემოკრატი და კორუფციასთან მებრძოლი; მე უფრო იმისი მჯერა, რომ მისი პროექტი მართლა არის დაკავშირებული პუტინის ინტერესებთან“, - განაცხადა გაბაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ხმები და ქვეყნის პოლიტიკური კურსი არ იყიდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3677.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:43 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.