საზოგადოება: გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() რამაზ ჩხიკვაძე ქართული სამსახიობო სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელთა რიცხვს განეკუთვნებოდა. იგი არასდროს ყოფილა მოკლებული მაყურებელთა ყურადღებას, კრიტიკას. მისი თითქმის ყველა როლი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, რომლის დასშიც იგი 1951 წელს მოვიდა, ბრწყინვალე თეატრალური მოვლენა ხდებოდა. რ. ჩხიკვაძის არტისტული მომხიბვლელობა, გამომეტყველი შემოქმედებითი ინდივიდუალობა მის სპექტაკლებზე პუბლიკას იზიდავდა. დღეს უკვე თეატრის ისტორიაა: ლეანდრო „ესპანელ მღვდელში“, მილორადო „ფილოსოფიის დოქტორში“, მეკი-დანა „სამგროშიან ოპერაში“, ვიქტორი „ირკუტსკის ისტორიაში“ და სხვ. უსასრულოდ შეიძლება იმ ფილმების ჩამოთვლა, რომლებშიც მსახიობს უთამაშია: „ჭრიჭინა“, „დღე პირველი დღე უკანასკნელი“, „მოცარტი და სალიერი“, „ვერის უბნის მელოდიები“. სულ გამოჩენილმა მსახიუობმა 62 კინოსურათში მიიღო მონაწილეობა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3676.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:40 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.