ეს საინტერესოა: ჩინელები წერილების გაგზავნას დედამიწის ფარგლებს გარეთ შეძლებენ | მსოფლიოს ამბები | ||
ჩინეთის მოქალაქეებს წერილების გაგზავნა ახლა უკვე დედამიწის ფარგლებს გარეშე შეუძლიათ. ამის შესაძლებლობა მათ აქვთ მას მერე, რაც პეკინში „კოსმოსური ფოსტის“ ოფისი გაიხსნა, იტყობინება „სინხუა“. მას აქვს ინდექსი 901001 და პეკინის „კოსმოსურ ქალაქშია“ განლაგებული. ამ ფოსტის ვირტუალური ოფისი პილოტირებად კოსმოსურ ხომალდში შეიქმნა. ფოსტა არა მხოლოდ მოქალაქეებისაგან ასტრონავტებისთვის წერილების გაგზავნას, არამედ ჩინეთის მნიშვნელოვანი კოსმოსური მოვლენების ამსახველი საფოსტო სუვენირების გაყიდვასაც შეძლებს, იტყობინება კომპანია China Post Group-ის გენერალური დირექტორი ლი გოხუა. მისი თქმით, იან ლივეი - პირველი ჩინელი ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში გაფრინდა, „კოსმოსური ფოსტის“ ოფისის უფროსი გახდა. „კავშირის განყოფილება“ ადმინისტრაციულად კომპანია CPG-ის ემორჩილება და პეკინის საფოსტო კომპანიის მიერ იმართება. „კოსმოსური ოფისი“ ჩინეთის ისტორიაში კოსმოსური აპარატების - კოსმოსურ ხომალდ „შენჩჟოუ-8“-ისა და მოდულ „ტიანგუნ-1“-ის შეპირაპირების პირველი წარმატებული ჩატარების შემდეგ შეიქმნა, რასაც ადგილი 3 ნოემბერს ჰქონდა. ამ ისტორიული მოვლენის პატივსაცემად CPG-მა სუვენირული ბარათები გამოუშვა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3842.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.