საზოგადოება: ჩინეთში 100 წელზე უფროსი ასაკის 47 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() 2011 წელს თავისი 126-ე დაბადების დღე პლანეტის ყველაზე მოხუცმა მაცხოვრებელმა ქალბატონმა - ჩინელმა ლო მეიჩჟენმა აღნიშნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ რაიონში ცხოვრობს. გერონტოლოგიური საზოგადოების მოხსენებაში იტყობინებიან, რომ გუიჩჟოუს პროვინციაში ქვეყანაში ყველაზე მოხუცი ოჯახური წყვილი აღმოაჩინეს: ცოლ-ქმრის საერთო ასაკი 213 წელს შეადგენს, გადმოსცემს „არმენპრესი“. როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ჩინელ დღეგრძელთა ძირითადი ნაწილი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს. ამ მომენტისათვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მეორე ადგილს ინარჩუნებს იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც ყველაზე დიდი რაოდენობითაა 100 წელზე მეტი ასაკის მაცხოვრებლები. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ამჟამად 73.5 წელს შეადგენს. მე-12 ხუთწლეულის წლებში (2011-2015 წწ.) ქვეყნის მთავრობამ ამ მაჩვენებლის ერთი წლით გაზრდის საკითხი წამოაყენა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3845.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:07 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.