ეკონომიკა: სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს. ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო ვალი საჯარო სექტორში დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს, რაც საგანგაშო არ არის, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. „ეს ის ზღვარია, როდესაც განვითარებადმა ქვეყანამ უკვე უნდა დაიწყოს ფიქრი მისი შემცირების შესახებ. ეს ვალი, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან არის აღებული, რაც ნიშნავს, რომ იგი მართვადია და სხვა ქვეყნების ბაზრებზე დამოკიდებული არ არის. ეს დადებითი მომენტია“, - აღნიშნა გარდნერმა. მისი თქმით, საქართველოს არა აქვს ისეთი ფუფუნება, რომ ესოდენ მაღალი საგარეო ვალი ჰქონდეს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3866.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.