საზოგადოება: გილაური: 2012 წლის სექტემბრიდან პენსიონერები დაზღვევას მიიღებენ | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() პრეზიდენტის თქმით, პენსიონერთა გარდა ქვეყანაში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ხელფასის გაზრდას საჭიროებენ. „ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ პედაგოგებს ხელფასი გავუზარდეთ, მაგრამ ქვეყანაში მუსიკალური სკოლების პედაგოგები დარჩნენ, რომლებიც ას ლარს იღებენ, რაც არც ხელფასი, და სტიპენდიაც კი არ არის, ქვეყანაში კი ასეთი კიდევ ბევრი ადამიანია. ამისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა საჭირო, რათა ამის დაბალანსება შეგვეძლოს. ერთადერთი, რაზეც გული შემტკივა - ესაა პენსიონერთა პრობლემები და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა სააკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერი თვეში 15 ლარის (დაახლოებით 9 დოლარის) ოდენობის სადაზღვევო პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი. ამას გარდა, 1 სექტემბრიდან 67 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებისათვის იგეგმება მინიმალური საპენსიო პაკეტის 140 ლარამდე გაზრდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3869.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:25 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.