aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: „ბილაინი“ საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტს ტესტავს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კომპანია „მობიტელმა“, რომელიც საქართველოში „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მუშაობს, საქართველოში პირველად წარმოადგინა მე-4 თაობის ინტერნეტი (4G), რომელიც LTE (Long term Evaluation) ტექნოლოგიის ბაზაზე ფუნქციონირებს.
კომპანიის სათაო თბილისის ოფისის ინფორმაციით, პრეზენტაცია კურორტ ბაკურიანში ინოვაციური ტექნოლოგიუების სპეციალურად მომზადებულ სადემონსტრაციო ზონაში შედგა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მე-4 თაობის ინტერნეტის (4G) ტესტირება განხორციელდება.



„მოხარულები ვართ, რომ „ბილაინი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში პირველად განახორციელა 4G-ის ტესტირება. ჩვენთვის, პირველ რიგში, ის ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ ტექნოლოგიურ შესაძლებლობასთან მუშაობის გამოცდილება მივიღეთ. თუმცა ეს მე-4 თაობის ინტერნეტის კომერციული გაშვებაა. იმისათვის, რომ აბონენტებმა მისი გამოყენება შეძლონ, საჭიროა საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურების გავლა. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ოპერატორებმა 4G-ზე ლიცენზიის შეძენის შესაძლებლობა მიიღონ, რის შემდეგაც საქართველო იმ 35 ქვეყანასთან შემოერთებას შეძლებს, რომლებშიც უკვე შესაძლებელია 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით სარგებლობა“, - განაცხადა „მობიტელის“ გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.


უკვე რამდენიმე თვეა, „ბილაინი“ აქტიურად აფართოვებს დაფარვის არეალს.


„ბილაინის“ კავშირით სარგებლობა თავისუფლად შეიძლება დიდ ქალაქებსა და ძირითად ტრასებზე.


მუშაობა წარმოებს მთიან რეგიონებზე, რომელთა ათვისებაც შედარებით რთულია.


რუსულმა კომპანია „ვიმპელ-კომუნიკაციებმა“, რომელიც Beeline-ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ მუშაობს, ფიჭური კავშირგაბმულობის ქართულ ოპერატორ შპს „მობიტელის“ 51%, ასევე დარჩენილი 49%-ის შეძენის ოფციონი 2006 წელს 12.6 მლნ დოლარად შეიძინა.


შპს „მობიტელს“ GSM-1800 სტანდარტით ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურებების გაწევის ლიცენზიები აქვს, რომელთა მოქმედების ვადა 2013 წლის ნახევარში ამოიწურება.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3867.html
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:24 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: „ბილაინი“ საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტს ტესტავს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 ნოემბერი 2024
  • English Georgian