ეკონომიკა: ამერიკელი მილიონერები მათთვის გადასახადების გაზრდას მოითხოვენ | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() როგორც კალიფორნიელმა მილიონერმა დუგ ედვარდსმა განაცხადა, „თუ თქვენ წელიწადში ერთ მილიონზე მეტ დოლარს გამოიმუშავებთ, მეტი გადასახადი უნდა გადაიხადოთ“. იმ მილიონერთა ჯგუფი, რომლებიც მდიდრებისთვის გაზრდილ საგადასახადო დაბეგვრას მოითხოვენ, ერთი წლის წინ Google-ის რამდენიმე თანამშრომელმა შექმნა. მოგვიანებით მას რამდენიმე ცნობილი პიროვნება შემოუერთდა, მათ შორის ეკონომისტი ნურიელ რუბინი, სერიალ „სოპრანოს კლანის“ ვარსკვლავი ედი ფალკო და რეჟისორი აბიგაილ დისნეი. იმაზე, რომ გადასახადების გაზრდაა აუცილებელი, მიმდინარე წელს მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, მილიარდერმა უორენ ბაფეტმა განაცხადა. იგი ამას იმით ხსნიდა, რომ ნაკლებად უზრუნველყოფილი ამერიკელები ფაქტობრივად საკუთარი შემოსავლის უფრო დიდ ნაწილს იხდიან, ვიდრე მდიდრები. ბაფეტის იდეა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მილიონერებმაც დაუჭირეს მხარი. კერძოდ, საფრანგეთში მსხვილმა ბიზნესმენებმა ასევე მოითხოვეს მათი დაბეგვრა უფრო მაღალი გადასახადით. აშშ-ში გადასახადების გაზრდის აუცილებლობა ბიუჯეტის კოლოსალური დეფიციტით არის გამოწვეული, რომელიც ბოლო სამ წელიწადში სტაბილურად აჭარბებდა ტრილიონ დოლარს. შედეგად მიმდინარე წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალმა 15 ტრილიონ დოლარს მიაღწია და აშშ-ის მშპ-ის 100-პროცენტიან მაჩვენებელზე უფრო მაღლა აღმოჩნდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3934.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2011, 19:18 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.