ეკონომიკა: გილაური: „საბანკო სფეროში უფრო მეტად იზრდება დანაზოგების, ვიდრე ვალების მოცულობები" | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
გამოცემა „ეკონომისტის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოვიდა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და აღნიშნა, რომ 2008 წლის კრიზისის დროს საქართველო უფრო დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, ვიდრე დღეს. „წინა და ამჟამინდელ კრიზისებს შორის რამდენიმე სხვაობაა, მაგრამ დღეს ჩვენ სამჯერ მეტი სარეზერვო ფონდი გვაქვს, ვიდრე 2008 წელს. 2008 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 23 პროცენტის ფარგლებში იყო, დღეს კი იგი 9 პროცენტის ფარგლებშია. როდესაც 2008 წლის კრიზისი ვითარდებოდა, ჩვენ დევალვაციას ველოდით. დღეს კი დანაზოგები იზრდება, ხოლო კაპიტალის შემოსულობები მრავალფეროვანია. თუ 2008 წელს კაპიტალის შემოსულობა მხოლოდ ინვესტიციებს წარმოადგენდა, დღეს იგი წარმოადგენს როგორც ინვესტიციებს, ისე შიდა დანაზოგებსა და ტურისტული ბიზნესიდან შემოსულ სახსრებს“, - განაცხადა გილაურმა. მისი თქმით, მიმდინარე წელს საბანკო სექტორში უფრო მეტად იზრდება დანაზოგების, ვიდრე ვალების მოცულობები. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3941.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2011, 19:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.