ეკონომიკა: მსოფლიო ბანკი საქართველოს ნეგატიური საერთაშორისო პროცესების გავლენის შესახებ აფრთხილებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ქართული ეკონომიკა ღია არის, რაც მასზე მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ნეგატიური პროცესების ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს, განაცხადა მსოფლიო ბანკის ამიერკავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ასად ალამმა. იგი თბილისის სასტუმრო „რედისონში“ გამოცემა „ეკონომისტის“ კონფერენციაში მონაწილეობს. ალამმა საქართველოს ხელისუფლებები გააფრთხილა, რომ მსოფლიო კრიზისი საქართველოსთვის დიდ საფრთხეებს მოიცავს. „ის, რაც მსოფლიოში ხდება, ყველასათვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით საქართველოსთვის. ამ ყველაფრის ცენტრი ნელ-ნელა აღმოსავლეთში გადადის და ეს იმასთან ერთად, რომ საქართველოს ეკონომიკა ასეთი ზემოქმედებებისთვის ღიაა“, - ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის რეგიონალური ოფისის უფროსმა. ამასთან ერთად, ალამმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ამ ზემოქმედებებთან ბრძოლის პოტენციალი აქვს. „საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერასთან ერთად კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. ჩვენ სოფლის და მთის მეურნეობათა განვითარებისათვის აუცილებელი რესურსები უნდა ვიპოვოთ, რაც უმუშევრობის დონეს შეამცირებს“, - ხაზი გაუსვა მან. თუმცა ალამმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სფეროების განვითარებისათვის საქართველომ დამატებითი ფინანსები და ინვესტიციები უნდა მოიზიდოს. „ამასთან, მთავრობამ ფისკალური სივრცის კიდევ უფრო გაღრმავება უნდა სცადოს“, - აღნიშნა მან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3938.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2011, 19:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.