ეკონომიკა: ევროპის ეკონომიკური კრიზისი ტურისტული ნაკადის ზრდაზე არ ასახულა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() UNTWO-ის მონაცემთა თანახმად, რომლებსაც გამოკვლევა ეყრდნობა, ევროპაში შემავალი ტურნაკადი მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 4.5%-ჯერ გაიზარდა და დაახლოებით 671 მილიონი ადამიანი შეადგინა. ამასთან, მომავალი წლის პროგნოზი ასევე დადებითია. ასე, სექტემბრის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე, რომელშიც 13 ევროპული ქვეყნის მოგზაურებმა მიიღეს მონაწილეობა, გამოვლინდა, რომ მათგან 43% 2012 წელს მგზავრობებს გეგმავს, ამასთან ისეთივე სიხშირით, როგორც მიმდინარე წელს. გამოკითხვის მონაწილეთა კიდევ 27% მომავალ წელს ტურიზმის მიზნით საკუთარი გადაადგილებების გაზრდას აპირებენ. და მხოლოდ 20%-ს მიაჩნია, რომ 2012 წელს მათ ნაკლები მგზავრობების განხორციელება მოუწევთ, ვიდრე მიმდინარე წელს. IPK-ის ექსპერტთა აზრით, ევროპელ მოგზაურთა სამომხმარებლო ნდობის ინდექსი (European Travel Confidence Index) 102 პუნქტს შეადგენს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ 2012 წელს ევროპული ტურინდუსტრიის ზრდა 2-3% იქნება და ნიშნავს ტურნაკადის მყარ ზრდას, ასევე რეკორდული მაჩვენებლების მიღწევას, რომლებიც კრიზისამდელი 2008 წლის შედეგებს გააჭარბებს. გამოკვლევის თანახმად, მიმდინარე წელს ყველაზე თავგამოდებული მოგზაურები გახდნენ შვეიცარიის მაცხოვრებლები - აღნიშნულ პერიოდში მათი მგზავრობების რიცხვი 9%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე არიან შვედები (+7%), მესამეზე - ტურისტები ბელგიიდან (+6%). მიმდინარე წელს გაიზარდა მოგზაურობების რიცხვი მოკლე მანძილებზე - 2010 წელთან შედარებით 4%-ით. მეტიც, მათ წილზე ყველა უცხოური მგზავრობის დაახლოებით 90% მოდის. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3988.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:00 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.