კრიმინალი: ქართული კრიმინალი დიდ ბრიტანეთში 14 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა შორის დაასახელეს | მსოფლიოს ამბები | ||
ბრიტანულმა პოლიციამ გამოაქვეყნა იმ 14 ყველაზე საშიში დამნაშავის ფოტოსურათები, რომლებიც ქვეყანაში იმალებიან. მათ შორისაა 33 წლის ქართველი ტატო კაკაურიძე. კაკაურიძე მკვლელობის ბრალდებით იძებნება. როგორც სკოტლენდ-იარდის საიტზეა ნათქვამია, დამნშავე, სავარაუდოდ, ქალაქ ლიდში და მის მიდამოებში იმალება. ტატო კაკაურიძე 43 წლის ალექსანდრე კუაწაშვილის მკვლელობის ბრალდებით იძებნება, რომელიც მან საქართველოში 2002 წლის აპრილში ჩაიდინა. ბრიტანეთის პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, შეატყობინონ ნებისმიერი ინფორმაცია დამნაშავეებზე. „დამნაშავეები ძალიან საშიშები არიან, ამიტომ უმჯობესია, არ შეხვიდეთ მათთან კონტაქტში და არ შეეცადოთ მათი დაკავება. შეგვატყობინეთ მათი ადგილსამყოფელის შესახებ ან გამოძიებისთვის საინტერესო დეტალები“, - განაცხადა სკოტლენტ-იარდის დეტექტივმა პიტ რენსმა. ძებნილთა შორისაა ოთხი რუმინელი, ექვსი პოლონელი, დანარჩენები - ალბანელები, იტალიელები და ავსტრალიელები. თითოეულ მათგანს მძიმე დანაშაულებში სდებენ ბრალს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3582.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 ოქტ. 2011, 19:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.