საზოგადოება: ევროპელთა ფსიქიკური აშლილობები წელიწადში 800 მლრდ ევრო ჯდება | მსოფლიოს ამბები | ||
ნევროლოგიური დარღვევები ევროპას წელიწადში თითქმის 800 მლრდ ევრო უჯდება, დაითვალეს ტვინის შესწავლის ევროპის საბჭოს მკვლევარებმა. „ტვინის აშლილობების ზრდადი ფასი ევროკავშირისა და მთლიანად ევროპული საზოგადოებისთვის შენელებული მოქმედების ბომბია“, - ნათქვამია სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთისა და იტალიის მეცნიერთა მოხსენებაში. მეცნიერებმა ასზე მეტი ფსიქიკური და ნევროლოგიური აშლილობები გამოიკვლიეს - შაკიკიდან პარკინსონის დაავადებამდე - და მათ მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს „უზარმაზარი და გაფართოებადი“ უწოდეს. თითოეულ ფსიქიკურად დაავადებულ ევროპელზე დაახლოებით 1550 ევრო მოდის. ეს რიცხვი წინა, 2005 წლის გამოკვლევასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. ნერვული სისტემის აშლილობები ევროპას კიბოსა და გულის დაავადებებზე უფრო ძვირი უჯდება. მკვლევართა მონაცემებით, ევროპელთა რაოდენობა მოუსვენრობებით, დეპრესიებით, უძლილობებითა და ჭკუასუსტობებით გააგრძელებს გაზრდას სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. ასეთი ხარჯების მიზეზებს შორის მკვლევარები ასახელებენ ფარმაკოლოგიური კომპანიების საქმიანობას, რომელთა გამოც ნაკლები სახსრები იდება დაავადებების შესწავლასა და მათი მკურნალობის მეთოდებში, შედეგად პრაქტიკაში ძველი მეთოდები გამოიყენება. ადრე მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ევროპელთა დაახლოებით 38%-ს ნევროლოგიური დარღვევები და ფსიქიკური აშლილობები აწუხებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3574.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 ოქტ. 2011, 18:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.