| ბრიტანელთა მხოლოდ 5% მიიჩნევს საკუთარ თავს ბედნიერად | | მსოფლიოს ამბები |
დიდი ბრიტანეთი მიჩნეულ შეიძლება იქნას ქვეყნად ცხოვრების ყველაზე დაბალი ხარისხით ევროპაში, რასაც მოწმობს საიტ uSwitch.com-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მონაცემები. გამოკვლევის ჩატარების დროს ექსპერტები ქვეყანაში ცხოვრების განმსაზღვრელ 16 კრიტერიუმს ითვალისწინებდნენ, მათ შორის საშუალო შემოსავალს, დღგ-ს, პირველი საჭიროების საქონლის ღირებულებას, საწვავის, პროდუქტებისა და ელექტროენერგიის ფასს, ასევე ცხოვრების პირობებს, წელიწადში მზის საათების რაოდენობასა და ქვეყნის თავად მაცხოვრებელთა აზრებს.
|
განათავსა - Drakula | 03 ოქტ. 2011, 18:47 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| აღმოჩენილია 1941 წელს ჩაძირული გემი 200 ტონა ვერცხლით | | მსოფლიოს ამბები |
70 წლის წინ გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ბრიტანული სავაჭრო გემი „გეირსოპა“. „გეირსოპის“ ბორტზე 85 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეძლო გადარჩენა. გემს ინდოეთიდან დიდ ბრიტანეთში ვერცხლი გადაჰქონდა. ძლიერი შტორმის გამო ირლანდიის სანაპიროს მახლობლად კაპიტალი იძულებული იყო გოლუეის პორტამდე მისვლის მცდელობა განეხორციელებინა, თუმცა გემი გერმანულმა წყალქვეშა ნავმა აღმოაჩინა.
|
განათავსა - Drakula | 01 ოქტ. 2011, 20:25 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|