ეს საინტერესოა: დასახელდა ევროპის გასტრონომიული დედაქალაქი | მსოფლიოს ამბები | ||
იტალიური ფლორენცია ევროპის გასტრონომიულ დედაქალაქად იქნა აღიარებული. ეს წოდება ქალაქმა მიიღო სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებით რამდენიმე ათასი მოგზაურის მონაწილეობით. გამოკითხვა ტურისტებისათვის განკუთვნილმა საიტმა TripAdvisor-მა ჩაატარა, რის შემდეგაც შედგა ქალაქების ტოპ-10 ყველაზე შთამბეჭდავი სამზარეულოთი. მოგზაურთა გამოხმაურებების თანახმად, ფლორენციაში პრაქტიკულად შეუძლებელია უხარისხო საკვების ან ღვინის პოვნა; ქალაქში ყოველთვის შეიძლება უახლესი ფრინველის, ზეითუნის ზეთის, ყველისა და ცნობილი ტოსკანური ღვინოების იმედი გვქონდეს. ფლორენციის გარდა გასტრონომიული მიმართულებების ტოპ-სიაში იტალიის კიდევ რამდენიმე ქალაქი მოხვდა, რამაც ამ ქვეყანას საუკეთესო ათეულში უსიტყვო ლიდერობა უზრუნველყო. ასე, საუკეთესო სამზარეულოსა და ღვინოების ქალაქების ჰიტ-აღლუმში ასევე ფიგურირებენ რომი, სორენტო, სიენა და ბოლონია. მთლიანად ევროპის „ყველაზე გემრიელი“ ქალაქების ტოპ-10 ასე გამოიყურება: 1). ფლორენცია; 2). პარიზი; 3). რომი; 4). სორენტო; 5). იორკი; 6). სიენა; 7). ბოლონია; 8). სან-სებასტიანი; 9). ბარსელონა; 10). ედინბურგი. გამოკითხვის მონაწილეებმა ასევე ამოირჩიეს ყველაზე წარმატებული გასტრონომიუტი მიმართულებები აშშ-ში, აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში, კანადაში, ასევე ავსტრალიასა და ოკეანეთში. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3588.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 ოქტ. 2011, 20:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.